ზელენსკი – ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ ზოგიერთი შეცდომა


ავტორი
Front News საქართველო
შეერთებულმა შტატებმა დიდი მხარდაჭერა გაუწია უკრაინელებს, ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ ზოგიერთი შეცდომა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ნატოს სამიტის ბოლო დღეს ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი შეცდომით რუსეთის პრეზიდენტად წარადგინა, თუმცა საკუთარი შეცდომა მალევე გამოასწორა.
ინციდენტიდან მალევე, ზელენსკი ბაიდენის შეცდომას გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონი უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს, ზოგიერთი შეცდომის დავიწყებაც შეიძლება.
“ეს იყო შეცდომა. ვფიქრობ, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი მხარდაჭერა გაუწია უკრაინელებს. ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ ზოგიერთი შეცდომა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა