ზელენსკი – ჩვენ ვხედავთ სანქციების გვერდის ავლის ყველა მიმართულებას, ყველა ქვეყანას, გადაიდგმება საჭირო ნაბიჯები


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ გააანალიზა, თუ როგორ ახერხებს რუსეთი სანქციების გვერდის ავლას. შემდეგი ნაბიჯი არის ყველა მიმართულების დაბლოკვა, რომლითაც მოსკოვს შეუძლია ამის გაკეთება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დღეს მე გავმართე სპეციალური შეხვედრა სანქციებთან დაკავშირებით. დაზვერვის მთავარი დირექტორატი, საგარეო დაზვერვის სამსახური, მთავრობა, ოფისი – მათ ძალიან დეტალურად გააანალიზეს, როგორ აცილებს რუსეთი სანქციებს და ვინ ეხმარება მას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ტერორისტული სახელმწიფო კვლავ ახერხებს მსოფლიოს ტექნოლოგიების გამოყენებას მიმწოდებელთა ქსელის მეშვეობით, ახერხებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმების გვერდის ავლით, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გააანალიზეს, რომელ ქვეყნებსა და კომპანიებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ რუსეთს ტერორისტული იარაღის და კერძოდ რაკეტების წარმოებაში.
“ჩვენ ვხედავთ არსებული სანქციების გვერდის ავლის ყველა მიმართულებას, ყველა ქვეყანას, რომლის ტერიტორიას ან იურისდიქციას, რომლის მოქალაქეებსაც რუსეთი იყენებს ტერორის გასაგრძელებლად. და ჩვენ უნდა დავხუროთ ყველა ეს მიმართულება – პარტნიორებთან ერთად, რათა არ იყოს უფასო პროდუქტები რუსულ რაკეტებში, რუსულ იარაღში. გადაიდგმება საჭირო ნაბიჯები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს