ზელენსკი – ჩვენ ვმუშაობთ, რომ გვქონდეს მეტი იარაღი, უფრო ძლიერი და ეფექტური უკრაინული იარაღი და ეს ასეც იქნება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვის ხელმძღვანელებთან, ასევე სამხედროებთან შეხვედრა გამართა.
“დღეს მე გავმართე რამდენიმე შესაბამისი შეხვედრა, კერძოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა დაზვერვის ლიდერებთან. შედეგები იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, შახტარის და სამხრეთის მიმართულებით, ასევე მარინკასა და ავდეევკას რაიონებში განლაგებულ სამხედრო მოსამსახურეებს.
“ჩვენ ვმუშაობთ, რომ გვქონდეს მეტი იარაღი, უფრო ძლიერი და ეფექტური იარაღი! ჩვენი უკრაინული იარაღი და ეს ასე იქნება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს