ზელენსკი - ჩვენი დელეგაცია მოუთმენლად ელის შემდგომ მოლაპარაკებებს, ახლა ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ოდესმე

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი ოფიციალური პირები მოუთმენლად ელიან აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე შემდგომ მოლაპარაკებებს. უკრაინა ახლა მშვიდობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას და ჩვენი დელეგაცია მოუთმენლად ელის შემდგომ მოლაპარაკებებს. ახლა ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე ოდესმე; არსებობს შესაძლებლობები. მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „ძლიერ ქვეყანას შეუძლია ომის დაწყება, მაგრამ სხვა ძლიერ ქვეყანასაც შეუძლია უზრუნველყოს ომის დასრულება“.
მან ასევე პარლამენტარებს სთხოვა, მსოფლიოს შეახსენონ, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო „დანაშაულებრივი და არაპროვოცირებული აგრესიის აქტი“.
„ადამიანის მეხსიერება ხშირად ძალიან მოკლეა, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში შეახსენეთ მსოფლიოს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო დანაშაულებრივი და არაპროვოცირებული აგრესიის აქტი და ეს მოხდა იმიტომ, რომ რუსეთს სურდა უკრაინას მოქცეოდა როგორც თავის საკუთრებად", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


