ზელენსკი – ჩვენი ჯარები უკვე მეორე დღეა, ახორციელებენ კონტრშეტევის ოპერაციებს, იცავენ უკრაინის ტერიტორიას


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის დასახლებები დაასახელა, სადაც ამჟამად თავდაცვითი ოპერაციები მიმდინარეობს.
ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროების თავდაცვითი ოპერაციები გრძელდება ხარკოვის რეგიონში, კერძოდ სოფლების სტრელეჩიას, კრასნოეს, მოროხოვეცის, ოლეინიკოვოს, ლუკიანცის, გატიშჩეს, პლეტენევკას მიდამოებში.
“ეს არის საზღვრისპირა სოფლები, სადაც ჩვენი ჯარები უკვე მეორე დღეა, ახორციელებენ კონტრშეტევის ოპერაციებს, იცავენ უკრაინის ტერიტორიას”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მდგომარეობა დონეცკის რეგიონშიც განსაკუთრებით დაძაბულია, კერძოდ, პოკროვსკის მიმართულებაზე – სემენოვკა, ნეტაილოვო.
“ყოველდღე 30-ზე მეტი სამხედრო შეტაკება ხდება, უკიდურესად რთულია. რა თქმა უნდა, ყურადღება ექცევა ჩვენი თავდაცვითი მოქმედებების ყველა სხვა მიმართულებას: კუპიანსკი, სევერსკი, კრამატორსკი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
10 მაისს რუსმა ოკუპანტებმა გააძლიერეს შეტევა ხარკოვის რაიონის სასაზღვრო რაიონებში.
დღეის მდგომარეობით, ბრძოლები სასაზღვრო რაიონებში და ე.წ. “ნაცრისფერ ზონაში“ გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ხარკოვის რეგიონში უკვე ორი “ნაცრისფერი ზონაა“.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს