
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს ბახმუტში მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას. რუსეთის ფედერაცია არ აკონტროლებს ქალაქს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ნათლად ესმის რა ხდება დღეს ბახმუტში და რატომ ხდება ეს. ამასთან, მას არ შეუძლია საზოგადოებას სამხედროების ტაქტიკური შეხედულებები გაუზიაროს.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანას, რომელიც ჩვენზე ათჯერ დიდია, არ შეუძლია ჩვენი ოკუპირება და ამ ომის მოგება. და ვფიქრობ, ცოტაც და ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხედრო სარდლობა აფასებს სამხედროების სიცოცხლეს, რომლებიც აგრძელებენ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას ქალაქში.
“დღეს ისინი ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან დავალებას, დღეს არიან ბახმუტში, მაგრამ არ გაგიზიარებთ, რა წერტილებზე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბახმუტს დღეს რუსეთის ფედერაცია არ აკონტროლებს. ამის ორი ინტერპრეტაცია არ იქნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს