Logo

ზელენსკი – ჩვენი მფრინავების მომზადება ამ თვეში დაიწყება, F-16-ების გამოყენება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

უკრაინა
343
Frontnews image description

უკრაინელი მფრინავების მომზადება F16-ებზე ამ თვეში დაიწყება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“F-16 – ჩვენი მფრინავების მომზადება ამ თვეში დაიწყება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, ახლა ღირს ასი პროცენტით მუშაობა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ ეს თვითმფრინავები და რომლებიც შეძლებენ მათ გადაცემას უკრაინისთვის ტრენინგის შემდეგ.

 

“ეს არის ძლიერი, რთული ამოცანა. ჩვენი პილოტების მიერ F-16-ების საბრძოლო გამოყენება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. და თქვენ გესმით, რომელ ქვეყნებზეა საუბარი”, – მიმართა ზელენსკიმ ელჩებს.

 

მოკავშირე ქვეყნებმა უკრაინელი მფრინავების F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე მომზადება რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შესაბამისი ინიციატივა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა.

 

ამის შემდეგ რამდენიმე ქვეყანამ შექმნა საავიაციო კოალიცია, რომელიც ითვალისწინებს უკრაინელების წვრთნას და შემდგომ გამანადგურებლების გადაცემას. მას დანია და ნიდერლანდები ხელმძღვანელობენ.

 

Advertisement