ზელენსკი - ჩვენი შორი დისტანციის შესაძლებლობები უკრაინის უსაფრთხოების მკაფიო და ეფექტური გარანტიაა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის სხდომა გამართა, სადაც უკრაინული ბალისტიკის შექმნის საკითხი განიხილეს.
პრეზიდენტის თქმით, სხდომაზე უკრაინული ბრიგადების უზრუნველყოფისა და დანაყოფების დაკომპლექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ასევე დეტალურად განიხილეს უკრაინის სარაკეტო პროგრამის საკითხი.
"ამოცანაა, უკრაინული ბალისტიკის შექმნის პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს. ჩვენი შორი დისტანციის შესაძლებლობები უკრაინის უსაფრთხოების მკაფიო და ეფექტური გარანტიაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს