ზელენსკი – ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის არმიის კონტრშეტევა გრძელდება. სექტემბრის დასაწყისიდან სამხედროებმა უკვე გაათავისუფლეს თითქმის 2000 კილომეტრი ტერიტორია რუსი ოკუპანტებისგან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩვენი ჯარისკაცების სვლა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. ამჟამად, აქტიური ოპერაციების ფარგლებში, სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები ახლა ავლენენ საუკეთესოს, რაც შეუძლიათ – გარბიან.
8 სექტემბერს ცნობილი გახდა უკრაინის 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი




