Logo

ზელენსკი – ჩვენი თავდაცვა პირველი პრიორიტეტია, სამიტის შემდეგ უკრაინა მიიღებს თავდაცვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს

უკრაინა
1351
Frontnews image description

ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას ვილნიუსში… ჩვენი თავდაცვა არის პირველი პრიორიტეტი. და მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების მზადყოფნისთვის ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. მეტი იარაღი ჩვენი ჯარისკაცებისთვის – მეტი სიცოცხლის დაცვა მთელი უკრაინისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ზელენსკის თქმით, ვილნიუსის სამიტის შემდეგ უკრაინა მიიღებს მნიშვნელოვან ახალ თავდაცვის ინსტრუმენტებს.

 

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორმხრივი შეხვედრები ხვალ გაიმართება. კერძოდ, ამერიკელ, კანადელ, გერმანელ, ბრიტანელ, ჰოლანდიელ, იაპონელ და სხვა პარტნიორებთან.

 

“ასევე დაგეგმილია უკრაინა-ნატოს საბჭოს პირველი საინაუგურაციო შეხვედრა“, – აღნიშნა მან.

 

ვილნიუსის ნატოს სამიტი დღეს დაიწყო.

Advertisement