ზელენსკი – ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეულ ბევრ ტანჯვას გაუძლეს, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა


ავტორი
Front News საქართველო
ვაფასებ თქვენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში.
“ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს უკრაინის მიმართ თქვენს სოლიდარობას ვაფასებ. ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეულ ბევრ ტანჯვას გაუძლეს. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი დავიცვათ”, – წერს ზელენსკი.
25 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.
“სოლიდარობით ვდგავართ უკრაინასთან ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდება”, – წერს ზურაბიშვილი.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს