ზელენსკი – ჩვენმა ჯარებმა მათგან 21 000 მოკლეს და 80 000 დაჭრეს, ეს არის კოლოსალური დანაკარგი


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელმა სამხედროებმა აღმოსავლეთში ბრძოლების დროს “ვაგნერს” კოლოსალური ზარალი მიაყენეს. განადგურებულია დაახლოებით 21 ათასი დაქირავებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ El Mundo-სთან ინტერვიუ განაცხადა.
“ვაგნერის” ფენომენი ისეთივე ტერორისტულია, როგორც რუსული არმიის, ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცების გასაგებად. მათი ყველაზე ძლიერი ჯგუფი იყო აღმოსავლეთ უკრაინაში და იყენებდა ტყვეებს თავდასხმისთვის. ისინი ძლიერები იყვნენ, რადგან თავდასხმის გარდა სხვა გზა არ ჰქონდათ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, “ვაგნერელებს“ სხვა გზა არ ჰქონდათ თავდასხმის გარდა, რადგან უარის შემთხვევაში მათ სხვა დაქირავებულები გაუხსნიდნენ ცეცხლს. ეს იყო მათი სიძლიერის საიდუმლო. იმავდროულად, დანარჩენი რუსი სამხედროები უმოტივაციო და სუსტები არიან, ვიდრე უკრაინელი ჯარისკაცები.
“ვაგნერელებს“ შორის ორი კატეგორია იყო: პროფესიონალი დაქირავებულები და ციხეებიდან მობილიზებულები, რომლებსაც საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ.
“ჩვენმა ჯარებმა მათგან 21 000 მოკლეს და 80 000 დაჭრეს. ეს არის კოლოსალური დანაკარგი, მაგრამ წარმოდგენას იძლევა, თუ რამდენად დიდია ასეთი ჯგუფები აღმოსავლეთ უკრაინაში. კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ გავანადგურეთ რუსული ძალების ყველაზე მოტივირებული ნაწილი. ჩვენს შემთხვევაში ჩვენი ხალხი მოტივირებულია, რადგან მათ, მათ შვილების და მშობლების გადარჩენა სურთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ასეთი დიდი რაოდენობით დაქირავებული ჯარისკაცების განადგურება ასევე კონტრშეტევის ნაწილია.
“დღეს ჩვენი მეომრები მზად არიან წინ წავიდნენ. რაც შეეხება “ვაგნერს”, ახლა ჩვენ ვიცით, რომ ისინი მიდიან ბელარუსში და შეუძლიათ საფრთხეების შექმნა. თუ მათ სურთ შექმნან შეტევითი ან დივერსიული ჯგუფები ამ კრიმინალებისგან პოლონეთის საზღვრებზე სამოქმედოდ, ჩვენ ამას მალე გავიგებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს