ზელენსკი – ჩვეულებრივი შაბათი ოკუპანტებმა ტკივილისა და დანაკარგის დღედ აქციეს, რუსეთმა უნდა წააგოს, რომ სიცოცხლემ გაიმარჯვოს


ავტორი
Front News საქართველო
ჩერნიგოვის ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა არის მიზეზი იმისა, რომ უკრაინა აერთიანებს მსოფლიოს ტერორისტული რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ეს არის მეზობლობა ტერორისტულ სახელმწიფოსთან, ეს არის ის, რის წინააღმდეგაც ჩვენ ვაერთიანებთ მთელ მსოფლიოს. რუსული რაკეტა მოხვდა ქალაქის ცენტრში, ჩვენს ჩერნიგოვში, მოედანი, თეატრი. ჩვეულებრივი შაბათი, რომელიც რუსეთმა ტკივილისა და დანაკარგის დღედ აქცია. არიან დაღუპულები, არიან დაჭრილები. ვუსამძიმრებ მათ, ვინც ახლობლები დაკარგა”, – წერს პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ტრაგედიის ადგილზე ამჟამად მაშველები, სამართალდამცველები და ექიმები მუშაობენ.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსოფლიო გააერთიანოს და უკრაინელები რუსული ტერორისგან დაიცვას.
“რუსეთმა უნდა წააგოს ეს ომი, რათა სიცოცხლემ გაიმარჯვოს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskiy.official%2Fvideos%2F198623186543014%2F&show_text=false&width=267&t=0″ width=”267″ height=”476″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს