Logo

ზელენსკი და ტრამპი შეხვედრაზე შეთანხმდნენ

უკრაინა
821
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა შეხვედრის თარიღი, დრო და ფორმატი ჯერჯერობით უცნობია, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრაზე “პრინციპული შეთანხმება” დაფიქსირდა.

 

“ჩვენ განვიხილეთ გარკვეული პერიოდები, როდესაც ეს შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ ჯერ რამის თქმა ადრეა. გუნდები შეძლებისდაგვარად იმუშავებენ და კოორდინაციას გაუწევენ გრაფიკებსა და დეტალებს“, – განაცხადა პრესმდივანმა.

 

როგორც ნიკიფოროვმა აღნიშნა, ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, არ ენდოს იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ ახსნან ან როგორმე გაამართლონ რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის ქმედებები.

 

“ტრამპმა განაცხადა, არ დაიჯერონ ყალბი ამბები, რომ მისი არჩევნებში გამარჯვება შეიძლება სასარგებლო იყოს რუსეთისთვის. მან ამას ყალბი ამბები უწოდა და მოუწოდა ხალხს, ეს არ დაიჯერონ“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.

 

Advertisement