ზელენსკი – დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენს უკრაინას


ავტორი
Front News საქართველო
28 ივლისს ზუსტად ორი წელი გავიდა ელენოვკაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომლის შედეგადაც უკრაინელი ტყვეები დაიღუპნენ. ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის აგრესორი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული, ამიტომ, რუსეთმა უნდა აგოს პასუხი და არ არსებობს მოვლენების ისეთი განვითარება, რომელშიც მკვლელები დაუსჯელი დარჩებიან.
“დღეს უკრაინაში ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს ხალხს, ვინც რუსმა მონსტრებმა მოკლეს ელენოვკაში… მარადიული ხსოვნა ყველას, ვინც მოკლა ოკუპანტმა. დიდება ყველას, ვინც იბრძვის და შრომობს ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენს უკრაინას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
2022 წლის ივლისში რუსმა ოკუპანტებმა ელენოვკას კოლონიაში აფეთქება მოაწყვეს, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. მათ შორის იყვნენ “აზოვსტალის” მცველები. რუსების თქმით, იქ 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
2023 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ დაღუპული დამცველების ცხედრები დააბრუნა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა