ზელენსკი – დასავლეთის დახმარება ძალიან ნელია, ყოველი გადაწყვეტილება ერთი წლით იგვიანებს


ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთის ქვეყნების ყველა გადაწყვეტილება უკრაინას სამხედრო დახმარების შესახებ დაახლოებით ერთი წლის დაგვიანებით მოდის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დასავლელ მოკავშირეებს ძალიან დიდი დრო სჭირდებათ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებისას.
ზელენსკიმ აღწერა დახმარების მიწოდება, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების, როგორიცაა Patriot, როგორც “ერთი დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ იქამდე ორი ნაბიჯი უკან”.
”ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ და შემდეგ ყველა ერთად ვიღებთ, დაახლოებით ერთი წლით გვიან არის”, – აღნიშნა მან.
უკრაინის ლიდერის თქმით, ვითარება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ახლა კონტროლის ქვეშაა მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა საზღვარი გადაკვეთეს და ხარკოვში შეჭრა დაიწყეს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს