ავტორი
Front News საქართველო
დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაშია აღნიშნული.
“სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეეწყვიტა ეს შეურაცხყოფა და შეთანხმებულიყო სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა, უკრაინასთან კოორდინაციით, ასევე შემოგვთავაზეს სამაშველო ვარიანტები.
დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი გადასცეს უკრაინას საჭირო მკურნალობისთვის. და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია, არ დააიგნორონ და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება”, – წერს ზელენსკი.

Right now, Russia is killing Ukrainian citizen Mykhailo Saakashvili at the hands of the Georgian authorities.

We have repeatedly called on the official Tbilisi to stop this abuse and agree on Saakashvili's return to Ukraine. Our partners, in coordination with Ukraine, have also… pic.twitter.com/Gzvl4zJPR1
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 3, 2023

თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს