ზელენსკი – დავიწყებ საჯარო ბრძოლას მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას აძლევს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მათ მიმართ, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, საჯარო ბრძოლა დაიწყება.
ამის შესახებ მან კიევში ესტონეთის პრეზიდენტ ალან კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში და ევროპის კონტინენტზე არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც ეს უნდათ ან არ სურთ, მაგრამ ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას. სანქციების გვერდის ავლით – მართალი გითხრათ, მე ცოტა დაღლილიც კი ვარ ამასთან ბრძოლაში, ვფიქრობ, დავიწყებ საჯარო ბრძოლას მათ წინააღმდეგ, ვინც შესაძლებელს გახდის ამ სანქციების გვერდის ავლას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დაწესებული სანქციების გვერდის ავლა რუსეთის ფედერაციას რაკეტების წარმოების ზრდის შესაძლებლობა აძლევს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს