ზელენსკი - დაზვერვის ცნობები მასშტაბური დარტყმის შესაძლებლობის შესახებ ძალაში რჩება, მნიშვნელოვანია, ფხიზლად ვიყოთ

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, რომ რეაგირება მოახდინონ განგაშის სიგნალებზე და ფხიზლად იყვნენ ნებისმიერი საფრთხის მიმართ.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის პარტნიორებმა რუსეთთან მასშტაბური თავდასხმის შესახებ ისაუბრეს, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვში ვინმე გონს მოეგება.
"მნიშვნელოვანია, რომ უკვე აქედანვე ფხიზლად ვიყოთ ნებისმიერი საფრთხის მიმართ, მათ შორის საჰაერო თავდასხმის სირენების მიმართ. მასშტაბური დარტყმის შესაძლებლობის შესახებ დაზვერვის ინფორმაცია კვლავ აქტუალურია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენმა პარტნიორებმა რუსებთან ისაუბრეს ამის შესახებ. არ არსებობს რწმენა, რომ მოსკოვში ვინმე გონს მოეგება. აუცილებლად გაუფრთხილდით სიცოცხლე - რეაგირება მოახდინეთ საფრთხეებზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები და საბრძოლო ავიაცია "მაქსიმალურად მზადყოფნაშია, მარაგების გათვალისწინებით“.
"ჩვენი მებრძოლების მიერ "შაჰედების" განადგურების მაჩვენებელი მუდმივად 90%-ზე მეტია — 90-93%. რაც შეეხება ფრთოსან რაკეტებსა და ბალისტიკას, ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს ყველა პარტნიორთან PURL პროგრამაში ახალი წვლილის უზრუნველსაყოფად და ვეძებთ რაკეტების მიღების სხვა გზებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




