ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა, სადაც პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან და უკრაინელ სამხედროებთან შეხვედრას აპირებს.
“პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში არის მისი ქვეყნის გამბედაობის, მონდომებისა და ბრძოლისა და ჩვენი ორ ქვეყანას შორის ურყევი მეგობრობის დასტური… 2014 წლიდან დიდი ბრიტანეთი უკრაინული ძალების მნიშვნელოვან მომზადებას უზრუნველყოფს, რაც მათ საშუალებას აძლევს დაიცვან თავიანთი ქვეყანა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა რიში სუნაკმა.
არსებული ინფორმაციით, ზელენსკი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდება და სიტყვით მიმართავს ბრიტანეთის პარლამენტს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს