ზელენსკი დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა.
უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსეთის ძალების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის საკითხი განიხილება.
“ეს არის სამხედრო დანაშაულები, რომლებსაც მსოფლიო მომავალში აღიარებს გენოციდად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი




