Logo

ზელენსკი – დიპლომატიური მიმართულებით მუშაობა თავად ზალუჟნის სურვილი იყო

უკრაინა
1009
Frontnews image description

დიპლომატიური მიმართულებით მუშაობა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის სურვილი იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“დღეს შევთანხმდით დიდ ბრიტანეთში ჩვენი სახელმწიფოს ელჩის კანდიდატურაზე. ჩვენი ალიანსი ბრიტანეთთან მხოლოდ უნდა გაძლიერდეს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

ზალუჟნიმ, რომელიც ჯარს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ხელმძღვანელობდა, თანამდებობა 8 თებერვალს დატოვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ალექსანდრე სირსკი დაინიშნა.

 

9 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის და დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს კირილ ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

Advertisement