Logo

ზელენსკი - დროა, ახლა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე ისე, რომ მომავალ წელს ომი აღარ იყოს

უკრაინა
226
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლისკენ მოუწოდა. კრემლი, მისი თქმით, დიდ ზარალს განიცდის ეკონომიკაში.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, 26 ივლისს მან მოისმინა ინფორმაცია უკრაინის დაზვერვისგან. მისი თქმით, საგარეო დაზვერვის სამსახურმა გააცნო ცნობები რუსეთისა და კრემლთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სანქციების ეფექტურობის შესახებ.

"მტრის დანაკარგები - ეკონომიკური დანაკარგები - ნამდვილად შესამჩნევია. ისინი კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება. ახლა დროა რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ - ისეთი ზეწოლა მოვახდინოთ, რომ მომავალ წელს ომი არ იყოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია აიძულონ პუტინის რეჟიმს მშვიდობის დამყარება. კრემლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვერ გაუძლებენ უკრაინას და ევროპას.

"სანქციებმა ნამდვილად უნდა წაართვას რუსეთის პოტენციალი. სწორედ ამისთვის ვმუშაობთ.

ჩვენს დიპლომატიას ყოველდღიური სამუშაო გრაფიკი აქვს: ამ დღეებში პარტნიორებთან ბევრი კომუნიკაცია. მე დავავალე ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, უფრო აქტიურად მოიზიდოს გარე დაფინანსება დრონებისთვის. ასევე, დავავალე ოფიციალურ პირებს და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, უფრო აქტიურად შეამოწმონ ყველა შეთანხმება, რომელიც არსებობს პარტნიორებთან - ის, რაც ასი პროცენტით უნდა შესრულდეს, მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, სრულად არ ხორციელდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement