Logo

ზელენსკი – დროა, დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე

უკრაინა
28.12.2022 / 21:51
Frontnews image description

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გარდა, უკრაინამ გააერთიანა მთელი მსოფლიო თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში. დროა, დაიწყოს მოლაპარაკებები კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი რადას წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა დიდი ხანია, იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს, წელს კი  ქვეყანამ უფრო მეტს მიაღწია.

 

“უკრაინა ძლიერდება. ის აძლიერებს ევროკავშირს და მთელ თავისუფალ სამყაროს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლით. ეს არის ჩვენი მთავარი მიღწევა საგარეო პოლიტიკაში გასული წლის განმავლობაში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ზელენსკის თქმით, უკრაინამ დაამტკიცა ის ფაქტი, რომ მის გარეშე ევროპაში არც ერთი გაერთიანება არ იქნება ძლიერი.

 

“და სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქალაქეთა თავდაჯერებულმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკრაინას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების იდეას და უმრავლესობა გვხედავს ჩვენ ალიანსში. დროა, დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement