ზელენსკი – ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებისთვის მადლობას უხდის.
“გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლების მოყვარე ერს“, – წერს ზელენსკი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა.
“ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლების მოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ

ვლადიმერ ზელენსკი – მადლობა თურქეთის პრეზიდენტს და მის ხალხს, შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გასვლის აკრძალვა უაღრესად მნიშვნელოვანია

ღარიბაშვილი ორბანს – თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ ძლიერი, ხმამაღალი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, ამას ძალიან ვაფასებთ