Logo

ზელენსკი - ეს არის სიგნალი, რომ ამ ტიპის ზეწოლამ შეიძლება მშვიდობისთვის იმუშაოს

უკრაინა
108
Frontnews image description

რუსეთს ეშინია უკრაინისთვის ამერიკული "ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემის და ისინი შესაძლოა, უკრაინაში მშვიდობის გასაღები იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენ ვხედავთ და გვესმის, რომ რუსეთს ეშინია, რომ ამერიკელებმა შეიძლება "ტომაჰავკის" რაკეტები მოგვცენ. ეს არის სიგნალი იმისა, რომ ამ ტიპის ზეწოლამ შეიძლება მშვიდობისთვის იმუშაოს", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ორი დღის განმავლობაში მეორედ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომლის დროსაც დეტალურად განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი.

"ჩვენ შევთანხმდით პრეზიდენტ ტრამპთან, რომ ჩვენი გუნდები, ჩვენი სამხედრო ძალები იმუშავებენ ყველა იმ საკითხზე, რაც განვიხილეთ. ეს მოიცავს ენერგეტიკასა და გაზს. რუსები ახლა ცდილობენ, საჰაერო დარტყმებით იმ ფაქტის კომპენსირება მოახდინონ, რომ მათ ვერ მიაღწიეს მიწაზე იმ შედეგებს, რაც გაზაფხულსა და ზაფხულში სურდათ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დღეს ასევე ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

"საჰაერო თავდაცვა, ჩვენი მდგრადობა და დიპლომატიური ზომები მომდევნო კვირებში ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვათანხმებთ ჩვენს პოზიციებს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Advertisement