Logo

ზელენსკი - ეს ბოროტებაც დამარცხდება, სამწუხაროა, რომ ამის ფასი ძალიან მაღალია

უკრაინა
175
Frontnews image description

ჩვენ ვებრძვით ისეთ ბოროტებას, რომელიც ჩინეთში გამართულ აღლუმზეც იყო წარმოდგენილი, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უჟგოროდში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვფიქრობ, აღლუმი, რომელზეც ბალისტიკური რაკეტების დემონსტრირება ხდება, ნამდვილად არ ეხება წარსულს, არამედ, ეხება სამწუხაროდ, მომავალს. ჩემი პირადი აზრით. უკრაინამ მილიონობით ადამიანი დაკარგა ფაშისტური ოკუპაციის დროს და მთელი ბრძოლა გაიარა. სრული ოკუპაციის დროსაც კი ყველამ იცოდა, რომ ფაშიზმი ბოროტება იყო და ის დამარცხდებოდა.

რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვებრძვით ისეთ ბოროტებას, რომელიც ჩინეთში გამართულ აღლუმზეც იყო წარმოდგენილი. და ჩვენ ვებრძვით რუსეთის პოზიციას ოკუპაციასთან დაკავშირებით, ეს ბოროტებაც დამარცხდება. სამწუხაროა, რომ ამის ფასი ძალიან მაღალია, ეს ადამიანების სიცოცხლეა და უკრაინა ყველაზე მაღალ ფასს იხდის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

3 სექტემბერს პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმს ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის გარდა, ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ჩინეთის არმიის უახლესი ტექნიკა და იარაღი იყო წარმოდგენილი.

Advertisement