ზელენსკი – ეს დღე უკვე შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში: გვაქვს უსაფრთხოების შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სფეროში დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას “ძალიან სერიოზული და თანამედროვე“ უწოდა.
ზელენსკის თქმით, “შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების დღე უკვე შევიდა უკრაინის სახელმწიფოს ისტორიაში“.
“დღეს ჩვენ გვაქვს შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან, უსაფრთხოების შეთანხმება, რომელზეც დიდი ხანია, ვმუშაობთ. ეს არის პირველი ორმხრივი შეთანხმება, რომელიც ახორციელებს G7-ის ძირითად შეთანხმებას უკრაინის უსაფრთხოების, ჩვენი თავდაცვის, ჩვენი უსაფრთხო ზრდის შესახებ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეთანხმებები მოიცავს მხარდაჭერისა და დახმარების მრავალ სფეროს და ითვალისწინებს ფინანსურ, სამხედრო და სხვა სახის გარანტიებს.
“სხვადასხვა ასპექტებია. პირდაპირი წლიური მხარდაჭერა. ჩვენ დავაფიქსირეთ ფინანსური მხარდაჭერის ოდენობა ამ წლისთვის – 2,5 მილიარდი ფუნტი. და ზოგადად, ხელშეკრულების ხანგრძლივობისთვის – და ეს არის ათწლიანი პერიოდი – იქნება მნიშვნელოვანი თანხა. მხარდაჭერა ყოველწლიურად. ეს არის იარაღი. პლუს მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვის სექტორისთვის “პლუს ჩვენი სადაზვერვო სამსახურების მუშაობა. პლუს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. პლუს რუსულ აქტივებზე მუშაობა. პლუს დაცვა რუსული თავდასხმებისგან კიბერსივრცეში – ყველაფერი, რაც ეხება თანამედროვე ტექნოლოგიებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინული მხარის მთავარი მიზანი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაა. ახლა კი, ბრიტანეთთან დღეს ხელმოწერილი დოკუმენტის გარდა, კიევი მუშაობს სხვა პარტნიორებთან ორმხრივი შეთანხმებების მიზნით.
“თითქმის ოცდაათი სახელმწიფო უკვე შეუერთდა G7-ის ძირითად შეთანხმებას”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს