ზელენსკი – ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დარტყმა, სპეციალურად გათვლილი მაქსიმალური ზიანის მიყენებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის დობროპილიაზე დარტყმა სპეციალურად იყო გათვლილი მაქსიმალური ზიანის მიყენებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, 11 დაღუპულს შორის არის მაშველიც.
“დღეს, მთელი დღის განმავლობაში, რუსეთის დარტყმის შემდეგ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაში მუშაობა გაგრძელდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დარტყმა, კომბინირებული დარტყმა. დარტყმა სპეციალურად იყო გათვლილი მაქსიმალური ზიანის მიყენებისთვის”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, დაზიანდა ცხრა საცხოვრებელი კორპუსი, სავაჭრო ცენტრი და მაღაზიები. თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
“ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს. დაღუპულთა შორის არის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი. მეორე თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა მაშველებმა მუშაობა დაიწყეს. დაშავდა 50 ადამიანი. ყველამ მიიღო საჭირო დახმარება. დაშავებულებს შორის შვიდი ბავშვია, ყველაზე უმცროსი გოგონა, 10 წლის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა