ზელენსკი - ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვს სურს მკვლელობის გაგრძელება და მსოფლიოს მხრიდან უდიდეს ზეწოლას იმსახურებს


ავტორი
Front News საქართველო
28 სექტემბრის ღამეს, რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 თავდასხმის დრონი გაუშვა, ოკუპანტებმა ასევე 40-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს, მათ შორის "კინჟალის" ტიპის რაკეტები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"რუსეთის მასშტაბური თავდასხმა უკრაინაზე 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სასტიკი დარტყმები, განზრახ და მიზანმიმართული ტერორი ჩვეულებრივი ქალაქების წინააღმდეგ - თითქმის 500 თავდასხმის დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის "კინჟალის" ტიპის რაკეტები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მტრის თავდასხმის მთავარი სამიზნეები იყო კიევი და მიმდებარე რეგიონი, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის, სუმის და ოდესის ოლქები.
"რუსეთის დარტყმის სამიზნე გახდა პურის ქარხანა, ავტომობილების საბურავების საწარმო, კერძო და მრავალსართულიანი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ეს ვერაგი თავდასხმა მოხდა პრაქტიკულად გაეროს გენერალური ასამბლეის კვირის ბოლოს და სწორედ ასე აფიქსირებს რუსეთი თავის რეალურ პოზიციას. მოსკოვს სურს ომისა და მკვლელობის გაგრძელება და მსოფლიოს მხრიდან მხოლოდ უდიდეს ზეწოლას იმსახურებს. ჩვენ გავაგრძელებთ საპასუხო დარტყმებს, რომ რუსეთს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მოვუსპოთ და ვაიძულოთ დიპლომატია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსი ოკუპანტები 28 სექტემბრის ღამეს კიევს, კიევის ოლქს, ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის, სუმის და ოდესის ოლქებს დაესხნენ თავს. კიევში თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 წლის ბავშვი. დედაქალაქში ასევე ცამეტი ადამიანი დაშავდა. უკრაინის მასშტაბით, სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს