ზელენსკი - ესპანეთი უკრაინას IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის დეფიციტურ რაკეტებს გადასცემს

ავტორი
Front News საქართველო
ესპანეთი უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში IRIS-T ბატარეებისთვის რაკეტებს მიაწვდის, ასეთი იარაღი ამჟამად დეფიციტურია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა და ესპანეთი მზად არიან ერთობლივად აწარმოონ მაღალი სიზუსტის იარაღი.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ესპანეთს თავდაცვის ახალი დახმარების პაკეტისთვის.
"ეს მოიცავს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს. ეს ჩვენთვის დიდი დეფიციტია. ზამთარში მნიშვნელოვანი დეფიციტია. ამ შემთხვევაში, კონკრეტული პაკეტი: IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის 40 რაკეტა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა სულ 300 მილიონი ევროს ღირებულების იარაღს მიიღებს, რაც მნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენს.
რუსმა ოკუპანტებმა რეგულარულად დაიწყეს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმა. მუდმივი თავდასხმების მოსაგერიებლად, უკრაინულ ჯარებს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაკეტა სჭირდებათ.
2 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინას დამატებითი Patriot სისტემები მიაწოდა, რომლებიც უკიდურესად საჭიროა რუსული ბალისტიკური რაკეტების განადგურებისთვის.
იქამდე, 15 ოქტომბერს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას 2 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღს მიაწვდის. კერძოდ, დაგეგმილია ორი IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება. არაოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას უკვე მიაწოდა რვა IRIS-T ბატარეა. გერმანელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ზუსტი რაოდენობა არ გაამჟღავნეს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


