ზელენსკი – ეჭვი არ მეპარება, რომ ის უკრაინული რაკეტა ან ჩვენი სარაკეტო დარტყმა არ იყო


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, უკრაინული არ ყოფილა.
“ეს სერიოზული ამბავია, ეჭვი არ მეპარება, რომ ის უკრაინული რაკეტა ან ჩვენი სარაკეტო დარტყმა არ იყო. მე მოვისმინე მოხსნება უკრაინის შეიარაღებული და საჰაერო ძალების მეთაურობისგან და არ მაქვს მიზეზი მათ არ ვენდო”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინული მხარე გამოძიებაში უნდა ჩართონ.
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა გამოძიებაში და მივიღებთ. მინდა, რომ ჩვენ ვიყოთ სამართლიანები და თუკი ეს ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის გამოყენება იყო, ამის მტკიცებულება მინდა. ჯერ გამოძიება, წვდომა და მონაცემები, რომელიც გაგაჩნიათ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს