
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი მობილიზაციისთვის ემზადება. რუსი დიქტატორი მის გამოცხადებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ჯარში ახალი ჯარისკაცების "სწრაფად“ გაწვევას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა ვოლოდიმირ ზელენსკის რუსული მობილიზაციისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
"ყველაფერი დასტურდება რუსული შიდა დოკუმენტებით - ისინი ამისთვის შემოდგომისთვის ემზადებიან, იმიტირებული საპარლამენტო არჩევნებისთანავე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსი დიქტატორის გეგმა განსაკუთრებით რთული არ არის.
"მას სურს ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს რუსები ომს უჭერენ მხარს, ყველა ის პარტია, რომელსაც ამჟამად ნებადართული აქვს მონაწილეობის უფლება, ამა თუ იმ გზით, მშვიდობის წინააღმდეგია. ე.წ. არჩევნების შემდეგ კი ის, წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული ათასი რუსის დამატებით სწრაფ მობილიზაციას გეგმავს, პლუს იგივე რიცხვი მომავალ წელსაც. ეს იმის დამატებაა, რის შესრულებასაც ისინი კონტრაქტებით ცდილობენ", - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი რუსული საოკუპაციო კონტინგენტი ყოველთვიურად მინიმუმ 30 000 ადამიანს კარგავს, რომელთაგან 60% იღუპება. უკრაინის ტერიტორიაზე საოკუპაციო არმიის საერთო რაოდენობა თანდათან მცირდება უკრაინის თავდაცვის ძალების აქტიური ძალისხმევის წყალობით, ძირითადად დრონების გამოყენებით.
"პუტინი ახლა ფიქრობს, რომ დამატებითი მობილიზაცია და ჩრდილოეთ კორეიდან სამხედროების მიღება, მას საშუალებას მისცემს, გაახანგრძლივოს ეს ომი და გაზარდოს რუსეთის შეტევითი აქტივობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა საკუთარი აქტიური ქმედებებისთვის ემზადება, რათა რუსეთს ასეთი გეგმების განხორციელება მაქსიმალურად გაურთულოს.
"ჩვენ დაზვერვას და სპეციალურ სამსახურებს შესაბამისი ამოცანები აქვთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს