Logo

ზელენსკი – ევროკავშირმა არ უნდა წააგოს გლობალურ კონკურენციაში

უკრაინა
1008
Frontnews image description

წელს ევროპამ უნდა აჩვენოს გადაწყვეტილებების სანდოობა და ეფექტურობა. ევროკავშირმა არ უნდა წააგოს გლობალურ კონკურენციაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“განსაკუთრებით ახლა, წელს, მნიშვნელოვანია და გადამწყვეტია ევროპის სრული სანდოობისა და მისი გადაწყვეტილებების ეფექტურობის დემონსტრირება. რუსეთის აგრესიას ევროპის წინააღმდეგ, რომელიც წამოიწყო მოსკოვმა ევროპულ ფრონტზე, ახლა კიდევ რუსების ერთი თანამზრახველი აძლიერებს. კერძოდ, საარტილერიო ჭურვები და ბალისტიკური რაკეტები ჩრდილოეთ კორეიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ატერორებს უკრაინის ქალაქებს ირანული “შაჰედებით“, რომლებიც ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ახლა, გარდა ამისა, რუსეთმა მიიღო ჭურვები ჩრდილოეთ კორეიდან.

 

როგორც მან აღნიშნა, დაზვერვა ადასტურებს, რომ რუსეთი ფხენიანისგან მილიონ საარტილერიო ჭურვს მიიღებს.

 

“ამავდროულად, სამწუხაროდ, ჭიანურდება ევროპული გეგმის განხორციელება უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ. და ეს ასევე არის სიგნალი გლობალური კონკურენციის შესახებ, რომელშიც ევროპამ არ უნდა წააგოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement