Logo

ზელენსკი – ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ ისტორიულად კიევმა თავისი გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინა
1203
Frontnews image description

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ ისტორიულად კიევმა თავისი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“გვაქვს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რაზეც მთელი წელი ვმუშაობდით – გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. უახლოეს დღეებში ევროკომისიასთან ოფიციალურად დავიწყებთ უკრაინის კანონმდებლობის შეფასების პროცესს შესაბამისობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, ის ასევე ემზადება უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოზე სამუშაოდ.

 

“მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ისტორიულად ჩვენ გადავწყვიტეთ: უკრაინა ყოველთვის იქნება ჩვენი საერთო ევროპული სახლის ნაწილი და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება ევროპული გადაწყვეტილებების დაახლოებას – ყველას, ვინც შეუერთდა: პოლიტიკოსები, საზოგადო ლიდერები და სხვადასხვა ქვეყნების ხალხები, რომლებსაც თანაბრად სჯერათ ჩვენი, უკრაინის და ევროპის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement