ზელენსკი – F-16-ები, რომლებიც უკრაინას აქვს, ჯერ არ არის საკმარისი, მაგრამ ველოდებით დამატებით


ავტორი
Front News საქართველო
F-16 თვითმფრინავების და პილოტების რაოდენობა, რომლებიც ამჟამად უკრაინას ჰყავს, ჯერ არ არის საკმარისი, მაგრამ კიევი ელოდება დამატებით მიწოდებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“არ მაქვს უფლება დეტალურად გითხრათ, რა ამოცანებს შეასრულებს ან უკვე შეასრულა F-16-ებმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის რაოდენობა, რაც ამჟამად უკრაინას აქვს და გაწვრთნილი პილოტების რაოდენობა, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დადებითი ის არის, რომ უკრაინა F-16-ების დამატებით რაოდენობას ელის.
“პოზიტიური ის არის, რომ ბევრი ჩვენი ბიჭი სწავლობს სხვადასხვა ფორმატში. მე ნამდვილად მჯერა, რომ პარტნიორები შეძლებენ ამის გაფართოებას – სასწავლო პლატფორმა ჩვენი პილოტებისთვის, ინჟინრებისთვის და ა.შ.“, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა