ზელენსკი – გაეროს გენმდივნის სიტყვების გარდა, რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო, პრაქტიკული ქმედებებია საჭირო, ჩვენ ეს ჯერ ვერ დავინახეთ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალური მდივნისგან ანტონიო გუტერეშისგან პრაქტიკულ ქმედებებს მოელის, რათა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის მოქმედება რუსეთის მონაწილეობის გარეშე გააგრძელოს.
ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის შეთანხმება შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფნის შესახებ ძალაში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ხელშეკრულებიდან გამოვიდა.
“გაეროს რეაქცია არ არის პოზიტიური. ჩვენ ამჟამად თურქეთთან სხვადასხვა დონეზე ვმუშაობთ”, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში მას ექნება სრული ინფორმაცია მარცვლეულის დერეფნის მუშაობის გაგრძელების თაობაზე უკრაინის ხედვის შესახებ.
“ფაქტობრივად, დერეფანი უსაფრთხო უნდა იყოს. სინამდვილეში, რუსეთიდან გამომდინარე ის არ იქნება უსაფრთხო, სანამ გაერო არ იმუშავებს ძალიან მკაფიოდ და მტკიცედ გენერალური მდივნის დონეზე. გარდა მისი სიტყვებისა, რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო, პრაქტიკული ქმედებებია საჭირო. ჩვენ ეს ჯერ ვერ დავინახეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემდგომი ქმედებები შეიძლება განიხილოს თურქეთის ლიდერთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.
“სხვადასხვა ასპექტებია. ჩვენ დავაყენეთ საკითხი ინდივიდუალურ კოლონებთან დაკავშირებით. ისინი უნდა განიხილონ არა მხოლოდ თურქეთთან, არამედ ჩვენს სხვა პარტნიორებთანაც. მე ვაპირებ ამის განხილვას”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამავდროულად, მისი თქმით, ის უკრაინელი სამხედროების პასუხს ელოდება.
“იმიტომ, რომ გაეროს, თურქეთს და სამხედროებს შეუძლიათ თქვან ყველაფერი, რომ 100%-იან გარანტიას არავინ იძლევა, მაგრამ ეს ძალიან მარტივი პოზიციაა. უკრაინისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ეს არ არის ის პოზიცია, რომლის დასაკავებლად მზად ვართ, რადგან ჩვენ გვჭირდება, რომ დერეფანი ფუნქციონირებდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, როდესაც რუსეთი ურტყამს პორტებს, “ის ცდილობს, რაღაცა აიძულოს არა მარტო უკრაინას, არამედ პარტნიორებსაც და გაეროსაც – რაღაცის გახსნა, სანქციების მოხსნა რაღაცის მიმართ“.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, რომ კერძო კომპანიები უკვე დიდი ხანია, უკრაინას მიმართავენ და აცხადებენ, რომ ისინი “მზად არიან შესაბამისი რისკების მისაღებად და სურთ დერეფნის გავლა”.
ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტი უკრაინელი სამხედროებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან ელის მკაფიო გეგმას, თუ როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს, უკრაინას ასევე სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა.
პარალელურად, უკრაინა მარცვლეულის დერეფნის ახალ მარშრუტს განიხილავს. თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილი ბოდნარმა აღნიშნა, რომ ახალი მარცვლეულის დერეფანმა შესაძლოა, ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიულ წყლებზე გაიაროს.
“შეიძლება ჩვენ არ გამოვიყენოთ მარცვლეულის შეთანხმებით შეთანხმებული მარშრუტი, მაგრამ მარცვლეული გადავიტანოთ რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორიული წყლებით“, – აღნიშნა მან.
ელჩის თქმით, მთავარი პრობლემა არის რუსეთის მუქარა, რომ ცეცხლს გაუხსნის პორტის ინფრასტრუქტურას და გემებს, რომლებიც მარცვლეულს გადაიტანენ.
“ეს არის რისკი, რომელიც გავლენას ახდენს დაზღვევაზე“, – განაცხადა ელჩმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს