ზელენსკი – გამარჯვება ისეთი უნდა იყოს, რომ რუსეთის დაბრუნების მცდელობები არ გასცდეს მათ ავადმყოფურ ფანტაზიას


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის გამარჯვება ომში ისეთი უნდა იყოს, რომ რუსეთის ნებისმიერი მცდელობა დაბრუნდეს ჩვენს ტერიტორიაზე, არ გასცდეს მათ ავადმყოფურ ფანტაზიას, ვინც ასეთ გეგმებს ფლობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩვენ არ გვჯერა, რომ რუსეთი არ მოინდომებს აგრესიით დაბრუნება მაშინაც კი, როცა ოკუპანტებს მთელი ჩვენი მიწიდან განვდევნით, მაგრამ უკრაინის გამარჯვება შეიძლება და უნდა იყოს ისეთი, რომ მტრის დაბრუნების მცდელობა არ გასცდეს მათ ავადმყოფურ, გიჟურ ფანტაზია, ვინც ასეთ გეგმებს აწყობს.
ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობა – ეს არის ჩვენი პასუხი უკრაინის უსაფრთხოებისა და მშვიდობის აუცილებლობაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს, 28 ივლისს, უკრაინელები სახელმწიფოებრიობის დღეს მეორედ აღნიშნავენ.
უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესასწაული პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით დააწესა და პირველად გასულ წელს აღინიშნა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს