ზელენსკი - გამოძიებასა და ანდრეი პარუბის მკვლელის ძებნაში ჩართულია ყველა საჭირო ძალა და საშუალება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოისმინა სამართალდამცავი ორგანოების ანგარიში უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარის ანდრეი პარუბის მკვლელობასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ და გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ მას ლვოვში მომხდარი საშინელი მკვლელობის პირველი გარემოებების შესახებ ახლახან მიაწოდეს ინფორმაცია.
"ანდრეი პარუბი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მეგობრებს. გამოძიებასა და მკვლელის ძებნაში ჩართულია ყველა საჭირო ძალა და საშუალება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ანდრეი პარუბი ლვოვში მოკლეს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მას რამდენჯერმე ესროლეს და უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე დაიღუპა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ზომას იღებენ მსროლელის ვინაობისა და მისი ადგილსამყოფლის დასადგენად.
ამჟამად ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ, გარემოებები ზუსტდება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს