ზელენსკი – გავიმარჯვეთ იმით, რომ რუსებს ჩვენი ქვეყნის განადგურების უფლება არ მივეცით, მაგრამ ეს საბოლოო გამარჯვება არ არის


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციასთან სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინელებმა იმით გაიმარჯვეს, რომ არ მისცეს რუსებს მათი ქვეყნის განადგურების უფლება, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჯერ ჩვენი ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია უნდა მოხდეს, შემდეგ კი მთელი ჩვენი ხალხი დავაბრუნოთ და ამას ბოლო მოეღოს. ამიტომ გვინდა ნატოში გაწევრიანება. მაგრამ ნატოს შეცვლა ჩვენს მიწებზე არის არაკეთილსინდისიერი საუბარი, არაკეთილსინდისიერი დიალოგი და პროვოკაცია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რასაც უკრაინელი ჯარისკაცები აწყდებიან სამხრეთით.
“რაც შეეხება ჩვენს სამხრეთ მიმართულებას, მოგეხსენებათ, იქ ყველაფერი ძალიან მჭიდროდ არის დანაღმული და ადვილი არ არის. ძალიან ხშირად ფეხით მიდიან, რათა ჯავშანტექნიკა არ დაკარგონ. ჩვენ რომ გვქონდეს რეზერვი, რა თქმა უნდა, შეგვეძლო გარისკვა, პირველ რიგში ხალხია და შემდეგ ტექნიკა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს