ზელენსკი – გავმართე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სამხედროებთან, შევთანხმდით მიზნებზე


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ხერსონის ოლქში ვიზიტისას სამხედროებთან შეხვედრა გამართა. კერძოდ, შეთანხმებული იქნა მიზნები დამცველებისთვის, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
ზელენსკის განცხადებით, ხერსონში ვიზიტის დროს მან ქალაქისა და რეგიონის დაცვაზე ისაუბრა. ამასთან, ადგილობრივმა ლიდერებმა თავშესაფრების მშენებლობის შედეგები და გეგმები წარადგინეს, რომლებიც ჯერ კიდევ განხორციელების პროცესშია.
“მე გავმართე ძალიან მნიშვნელოვანი, დეტალური შეხვედრა სამხედროებთან. კონკრეტულად სამხრეთში მუშაობასთან დაკავშირებით. განვიხილეთ რა იყო საჭირო. შევთანხმდით მიზნებზე. ჩვენ აშკარად ვხედავთ პრიორიტეტებს მომწოდებელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში”, – განაცხადა ზელენსკიმ.
საუბარი იყო ასევე, დამატებით დრონებს და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე.
უკრაინის პრეზიდენტი დღეს ოდესაში, ნიკოლაევსა და ხერსონში იმყოფებოდა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს