ზელენსკი – გერმანია უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებას ამზადებს


ავტორი
Front News საქართველო
გერმანია სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინას ახალ იარაღს მიაწვდის. კერძოდ, პაკეტი მოიცავს საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დღეს კარგი ამბავია: ვამზადებთ თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტის გაძლიერებას გერმანიიდან. საჰაერო თავდაცვა, არტილერია, ტექნიკა, ის, რაც შეთანხმებული იყო კანცლერ შოლცთან (გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი)”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის სამხედრო დახმარება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის დღევანდელი ვიზიტის დროსაც განიხილეს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პარტნიორებმა გაიგონ უკრაინელი ჯარისკაცების საჭიროებები და ენერგეტიკის დაცვა.
“დარწმუნებული ვარ, იქნება შედეგები. ჩვენ ასევე მივდივართ ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვაში. იქნება დამატებითი სისტემები უკრაინაში”, – აღნიშნა მან.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს