ზელენსკი – გულწრფელად მადლობელი ვარ ოლაფ შოლცის და გერმანიაში ყველა ჩვენი მეგობრის


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინელი დამცველებისთვის Leopard 2 ტანკების გადაცემის შესახებ ბერლინის გადაწყვეტილების შემდეგ სატელეფონო საუბარი გამართეს.
ზელენსკიმ შოლცს უკრაინის მხარდაჭერისა და ლეოპარდის ტანკების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.
“გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკები, თავდაცვითი მხარდაჭერისა და საწვრთნელი მისიების გაფართოება, “მწვანე შუქი“ პარტნიორებისთვის ანალოგიური იარაღის მიწოდებაზე. ახლახან გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან საუბარში გავიგე ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ. გულწრფელად მადლობელი ვარ ოლაფ შოლცის და გერმანიაში ყველა ჩვენი მეგობრის“, – წერს ზელენსკი.
გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის 14 ტანკის მიწოდების გადაწყვეტილება გამოაცხადა და ასევე ნება დართო მესამე ქვეყნებს, მიაწოდონ უკრაინას გერმანული წარმოების ტანკები.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskiy.official%2Fposts%2Fpfbid02WGS28kFmveizw8y1VDxosfJPropdeoZp8nGUNGc6G9DMLLjBdioU7CfpAhwRQooHl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”643″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს