Logo

ზელენსკი – გუშინ რუსეთმა კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლა, 5 თვის ბიჭი, დღეს კი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა

უკრაინა
579
Frontnews image description

რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში განხორციელებულ ტერორზე და არა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“არის აბსურდული და დესტრუქციული ამბები, დღეს რუსეთმა დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა, გუშინ რუსულმა არმიამ მოკლა კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი – 5 თვის ბიჭი ავდიივკადან… და ამავდროულად რუსეთი თავმჯდომარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს. ძნელი წარმოსადგენია, მეტად რამ უნდა დაამტკიცოს საერთაშორისო ინსტიტუტების სრული გაკოტრება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, აღარ არსებობს ისეთი ტერორი, რასაც აგრესორი ქვეყანა არ ჩაიდენდა და ასევე არ იქნება მიზეზი გლობალური ინსტიტუტების, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების შეჩერებისთვის.

 

“რეფორმა, რომელიც დაგვიანებულია, რათა ტერორისტული სახელმწიფო და ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, რომელსაც სურს გახდეს ტერორისტი, ვერ ანადგურებდეს მსოფლიოს. ტერორისტებმა უნდა წააგონ და პასუხისმგებელი იყვნენ ტერორზე და არ იყვნენ სადმე თავმჯდომარეები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

დღიდან ერთი თვის განმავლობაში რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იქნება.

Advertisement