Logo

ზელენსკი – ირანის რეჟიმი უნდა დაისაჯოს

უკრაინა
243
Frontnews image description

მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გაგრძელებაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

 

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას დღეს კრემლის შეიარაღებულ აგრესიაში მონაწილეობაზე ირანის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა.

 

“ირანის რეჟიმი უნდა დაისაჯოს და ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების დონეზე. მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გაგრძელებაში… ყველამ უნდა აგოს პასუხი ომის შედეგებზე, ვინც რუსეთს ეხმარება”, – განაცხადა ზელენსკიმ. 

 

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალ მასიურ დარტყმებს ამზადებს.

 

“ტერორისტული სახელმწიფო აგროვებს ძალებს და საშუალებებს ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასიური დარტყმების შესაძლო განმეორებისთვის, პირველ რიგში, ენერგეტიკაზე. ამისთვის სჭირდებოდა რუსეთს ირანული რაკეტები, ჩვენ ვუპასუხებთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Advertisement