Logo

ზელენსკი – ის, ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ანადგურებს

უკრაინა
1296
Frontnews image description

ის, ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ანადგურებს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს.

 

მისივე თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი სისუსტე იმდენად აშკარაა, რომ მას ვერავითარი პროპაგანდით ვერ შენიღბავენ.

 

“ის, ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ანადგურებს. 

 

რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია, ფარავს თავის სისუსტეს და ხელისუფლების სისულელეს პროპაგანდით. დღეს იმდენი ქაოსია, რომ ამის ტყუილით დამალვა შეუძლებელია. იმავდროულად, პუტინი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის შეშინებას 1917 წლის მოვლენებით (რევოლუცია რუსეთის იმპერიაში), მიუხედავად იმისა, რომ მან თავად მიიყვანა ქვეყანა ასეთ ვითარებამდე.

 

რუსეთის სისუსტე აშკარაა, სრულმასშტაბიანი სისუსტე და რაც უფრო დიდხანს ეყოლება რუსეთს თავისი ჯარები და დაქირავებულები ჩვენს მიწაზე, მით მეტ ქაოსს, ტკივილს და პრობლემებს მიიღებს თავისთვის. ეს ასევე აშკარაა. უკრაინას შეუძლია დაიცვას ევროპა რუსული ბოროტებისა და ქაოსის გავრცელებისგან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Advertisement