ზელენსკი – ისე არაფერი ხდება, ეს მიუთითებს, რომ უკრაინის პოზიციები მყარდება


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 19 ოქტომბერს, რუსული ტყვეობიდან უკრაინაში 90-ზე მეტი დამცველი დაბრუნდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის პოზიციები მყარდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“მნიშვნელოვანია ამის გაგება: ისე არაფერი ხდება. უკრაინას ყოველთვის სჭირდება ძლიერი პოზიციები. ჩვენ ყოველთვის უნდა გავზარდოთ ჩვენი სახელმწიფოს შესაძლებლობები. ომის დროს შედეგი მხოლოდ მოიპოვება. მადლობა ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
დღეს უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 95 დამცველი დააბრუნა. ზელენსკის თქმით, გათავისუფლებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები, მესაზღვრეები და სამართალდამცველები.
“აზოვის” ბრიგადის მეთაურმა დენის პროკოპენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ რუსული ტყვეობიდან “აზოვის” 34 მებრძოლი დააბრუნა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს