Logo

ზელენსკი - ისრაელმა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადმოგვცა, ის უკვე ერთი თვეა, უკრაინის ცას იცავს, ველოდებით კიდევ ორ სისტემას

უკრაინა
345
Frontnews image description

ისრაელმა უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა; ის უკვე ერთი თვეა, უკრაინის ცას იცავს. უკრაინა კიდევ ორ სისტემას ელოდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ისრაელის სისტემა უკრაინაში ერთი თვეა, მოქმედებს. შემოდგომაზე ორ Patriot-ს მივიღებთ, Patriot-ზე მეტს არაფერს ვიტყვი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სავარაუდოდ, საუბარია არა ისრაელისგან კიდევ ორ Patriot-ის სისტემის მიღებაზე, არამედ სხვა პარტნიორებისგან, კერძოდ, გერმანიისგან, ორი სისტემის მიწოდებაზე.

Advertisement