ზელენსკი – ივლისში უკრაინამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ძალა მიიღოს ცის დასაცავად


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ შესაძლოა, ივლისში გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა. პარტნიორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, 1 ივლისს, მან რამდენიმე შეხვედრა გამართა პრეზიდენტის აპარატისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდებთან.
“ჩვენ დეტალურად გავიარეთ ივლისის ყველა გეგმა და ამ თვემ შეუძლია კიდევ უფრო მეტი ძალა მოუტანოს უკრაინას, მათ შორის ცის დაცვაში და რეალური უსაფრთხოების მიახლოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ნათლად ხედავს რა უნდა განხორციელდეს პარტნიორებთან მოლაპარაკებებში.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა