Logo

ზელენსკი – ჯერ არ გავამჟღავნებთ ინფორმაციას სამხედრო დანაკარგების შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ის არ შემცირებულა

უკრაინა
342
Frontnews image description

უკრაინა ჯერ არ გაამჟღავნებს ინფორმაციას სამხედრო დანაკარგების შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით რიცხვი არ შემცირებულა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

ფრონტზე უკრაინელი სამხედროების დანაკარგებზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დაღუპულთა რაოდენობაში ყოველდღიურ ცვლილებებს ხედავს.

 

“მე ვიცი, რამდენ ადამიანს ვკარგავთ ყოველდღიურად, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სამწუხაროდ, ამ ცვლილებებს ყოველდღე ვხედავ და ისინი არ არიან პოზიტიური. ის არ მცირდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უკრაინული მხრიდან ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს.

 

“ჩვენსა და რუსების დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის სხვაობა ძალიან დიდია, თუ ჩვენ ყოველ 6-8 დაჭრილზე ერთი დაღუპული გვყავს, მათ ჰყავთ ყოველი მესამე, ყოველი მეორე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი არ იბრძვიან ხალხის გადარჩენისთვის, მათ ბრძოლის ველზე ტოვებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

Advertisement